workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

კარლეს ალენია

დაბადების ადგილი მატარო, ესპანეთი
დაბადების თარიღი 05.01.1998
წონა 73 კგ
სიმაღლე 180 სმ
დებიუტი 30.11.2016
თამაში* 43
გოლი* 3
ასისტი* 0

*ბოლო განახლება: 25.12.20

 

ცაცია ნახევარმცველი, რომელიც შესანიშნავი დარტყმით გამოირჩევა.

კარლეს ალენია “ბარსელონაში” 8 წლის ასაკიდან ირიცხება. თავისი ნიჭის წყალობით, მან აკადემიის საფეხურების გავლა და “ბარსა ბ”-ში დაწინაურება სწრაფად მოახერხა. როდესაც ის ჯერ კიდევ 19-წლამდელთა ა გუნდში ირიცხებოდა, უკვე “ბარსა ბ”-ში თამაშობდა.

2016 წლის 30 ნოემბერს, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, ალენიას პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ეს “ერკულესთან” ესპანეთის თასზე გამართულ შეხვედრაში მოხდა, რომელიც 1:1 დასრულდა. “ბარსელონას” მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ ალენიამ გაიტანა შესანიშნავი შორეული დარტყმით.

2018/19 წლების სეზონში კარლესი პირველ გუნდში ოფიციალურად დაწინაურდა. 2020 წლის იანვარში ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბეტისში” იჯარით გადავიდა, საიდანაც “ბლაუგრანას” პირველ გუნდს 2020 წლის ზაფხულში დაუბრუნდა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი: 2018/19
  • ესპანეთის თასი (2): 2016/17, 2017/18
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19