
ფეხბურთელი, რომელიც კარგად აკონტროლებს ბურთს, გამოირჩევა ვერტიკალური თამაშით, მოედნის კარგი ხედვითა და შესანიშნავი პასით.
არტურ ენრიკე რამოს დე ოლივეირა მელო, 1996 წლის 12 აგვისტოს, ბრაზილიის სოფელ გოიანიაში დაიბადა. ის ახალგაზრდა ნახევარმცველია, რომელიც თამაშის ორგანიზების ნიჭით, გუნდური მოქმედებით, ვერტიკალური თამაშითა და კარგი პასით გამოირჩევა.
არტურმა ფეხბურთის თამაში 2008 წელს, ბრაზილიის ქვედა დივიზიონის გუნდ “გოიას ესპორტეში” დაიწყო. 2 სეზონის შემდეგ, 2010 წელს, ის “გრემიოს” შეუერთდა, სადაც განვითარება განაგრძო.
2015 წელს, მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარის დროს, არტურს დებიუტი “გრემიოს” პირველ გუნდში ჰქონდა. მას შემდეგ, ფეხბურთელი მუდმივად პროგრესირებდა და გუნდში წამყვან პოზიციას იკავებდა. 2017 წელს, ის ბრაზილიური გუნდის ლიდერად მოგვევლინა. იმავე წელს, 20 წლის ასაკში, მან ლიბერტადორესის თასი მოიგო და ფინალის განმეორებითი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
არტური “ბარსელონას” ფეხბურთელი 2018 წლის 12 ივლისს გახდა. მან კატალონიელებთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თვისებები
არტური ძალიან შემოქმედებითი ფეხბურთელია, რომელიც ბურთს კარგად ფლობს. მოედნის კარგი ხედვა და კარგი პასი მას თამაშის ორგანიზების საშუალებას აძლევს. ის შემტევი ნახევარმცველია, რომელიც დაცვასაც ეხმარება. შეუძლია თამაშის ტემპი შეცვალოს. ის ასევე საიმედოა დრიბლინგის დროს. ის ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს და კარგ ბოლო პასს ფლობს.
ტიტულები
გუნდური
ბარსელონა
ესპანეთის ჩემპიონატი: 2018/19
ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19
გრემიო
ბრაზილიის თასი: 2016
ლიბერტადორესის თასი: 2017
სამხრეთ ამერიკის სუპერ თასი: 2018
გაუჩუს ჩემპიონატი: 2018
გაუჩუს 20-წლამდელთა ჩემპიონატი: 2014
ინდივიდუალური
ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალწვეული: 2017
ბრაზილიის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის წევრი: 2017
წლის მე-3 საუკეთესო სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი: 2017