workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აღდგენითი ვარჯიში ”ატლეტიკთან” მატჩის შემდეგ

აღდგენითი ვარჯიში ”ატლეტიკთან” მატჩის შემდეგ

 

პირველმა გუნდმა დღეს ”სიუტატ ესპორტივაზე” აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. ის ფეხბურთლები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ, ლეო მესი და ადრიანო კორეია კი დარბაზში ფიზიოთერაპიის კურსს იტარებდნენ. სესიაზე იმყოფებოდნენ ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთლები – ჟუან ანხელ რომანი, იე, გუსი და ოიერი.

ბუსკეტსი და მასკერანო განცალკევებით

სერხიო ბუსკეტსი და ხავიერ მასკერანო, რომლებიც ბასკეთში არ გამგზავრებულან დღეს მოედანზე, თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდნენ. ბუსკეტსმა გუშინდელი შეხვედრა უსაფრთხოების მიზნით გამოტოვა, ხოლო ხავიერ მასკერანო 2 აპრილს, ”პსჟ”-სთან მიღებული ტრავმის შემდეგ იღდგენს ფორმას.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ფეხბურთელები ხვალ დაისვენებენ, ვარჯიში კი სამშაბათს განახლდება.

 



sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward