”ბარსელონა” უკვე შეუდგა შემდეგი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას.
კატალონიური კლუბი, პირველ რიგში მეკარის, ცენტრალური მცველის და თავდამსხმელის შეძენას გეგმავს. ესპანური პრესა იუწყება, რომ ”ბარსა” ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს ”სანტოსის” თავდამსხმელ, ნეიმართან და ”ბორუსიის” ცენტარლურ მცველ, მათს ჰუმელსთან.
“ბლაუგრანა” უკვე თითქმის შეუთანხმდა ნეიმარს, მაგრამ ”სანტოსის” ხელმძღვანელობა ჯერ არ ჩქარობს ამომავალი ვარსკვლავის გაყიდვას. ცოტა ხნის წინ, ”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ კლუბი დაინტერესებული ბრაზილიელ თავდამსხმელში, რომლის კონტრაქტიც სანტოსთან 2014 წლამდეა გაფორმებული.
Marca-ს თქმით ლურჯ-ბროწეულისფრები უკვე გერმანელ მცველსაც შეუთანხმდნენ. თუმცა ”ბორუსია”, რომელმაც დაკარგა გიოტცე და ლევანდოვსკიც ცალი ფეხით მიუნხენურ კლუბშია, არ აპირებს კიდევ ერთი ვარსკვლავის ადვილად გაშვებას. ჰუმელსის სატრანსფერო ფასი 20-25 მილიონი ევროა.
