მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

”ბარსელონას” განადგურება ”ბაიერნის” მიერ კატალონიელების ყოფილი დამრიგებლისთვის, პეპ გუარდიოლასთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, იტყობინება ესპანური პრესა. 

ხოსეპი აღიარებს, რომ თანაბარ ბრძოლას ელოდა, თუმცა იუპ ჰაინკესის შეგირდებმა აშკარად დაჩაგრეს კატალონიელები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ფეხბურთის სპეციალისტის აზრით ესპანელ მწვრთნელს ძალიან გაუჭირდება მიუნხენური კლუბის მართვა. საქმე ისაა, რომ ჰაინკესმა ”ბაიერნის” ნორმა უფრო მაღალ მაჩვენებელზე აწია: მან მოიგო ბუნდესლიგა, გავიდა ქვეყნის თასის ფინალში და ასევე ცალი ფეხით არის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში