კატალონიური კლუბის ესპანელმა მცველმა, ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ მათ პატივი უნდა სცენ ვიქტორ ვალდესის გადაწყვეტილებას. როგორც იცით ვალდესმა “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
“მე პატივს ვცემ ვალდესის გადაწყვეტილებას, რომელმაც უარი განაცხადა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ჩვენ ახლა უბრალოდ უნდა დავტკბეთ გუნდში მისი გატარებული თითიეული წუთით”. – ციტირებს პიკეს სიტყვებს ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ვალდესს კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2014 წელს ეწურება და მეკარეს არ სურს მისი გახანგრძლივება, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მას სხვა ქვეყანაში სურს ძალების მოსინჯვა.
