მიუნხენის “ბაიერნის” უკრაინელმა ფეხბურთელმა ანატოლი ტიმოშუკმა, ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი ნახევარფინალური შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა. უკრაინელმა ვეტერანმა ძირითადად “ბარსელონას” უდიდეს ძალაზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“ჩვენ არ ვიცით ითამაშებს თუ არა ის… შეგვიძლია მხოლოდ იმას დავეყრდნოთ თუ როგორ მდგომარეობაშია ის. თუ ფეხბურთელი დაპირისპირების წინ 100%-ით ვარჯიშობს და იხარჯება ის სულ კარგად მაინც ვერ ითამაშებს თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. მესის გამორიცხვა შეუძლებელია. უნდა გავიხსენოთ მისი ზრდა უკანასკნელ წლებში. რა თქმა უნდა არავინ არ დაობს იმაზე, რომ მესი – მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე და “ბარსელონას” საკვანძო ფეხბურთელია. “ბარსაში” მესის გარდა არცთუ ისე ცოტა ბრწყინვალე ფეხბურთელია: დიდებული ნახევარმცველები ჩავი და ინიესტათი დაკომპლექტებული, გუნდს შესანიშნავი ფლანგები აქვს. საერთო ჯამში მხოლოდ მესის ნეიტრალიზირება არ კმარა.” – დაასრულა ტიმოშუკმა.
