მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამი: ”ვიმედოვნებთ, რომ მესი ხვალ არ ითამაშებს”

ლამი: ”ვიმედოვნებთ, რომ მესი ხვალ არ ითამაშებს”

”ბაიერნის” კაპიტანმა, ფილიპ ლამმა ისაუბრა მიუნხენელების მომდევნო მატჩზე ”ბარსელონას” წინააღმდეგ. 

”ბოლო წლებში, ”ბარსელონას” დამარცხება ნებისმიერი კლუბისთვის ოცნებად იქცა და ჩვენ აუცილებლად უნდა დავაფასოთ ისინი. ვფიქრობ, რომ მოგების კარგი შანსი გვაქვს. კლუბში შესანიშნავი ფეხბურთელები შეიკრიბნენ, რომლებმაც იციან, თუ როგორ გადაწყვიტონ მსგავსი თამაშების ბედი. მნიშვნელოვანია, სახლში სასურველი შედეგის მოპოვება. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოხვედრა და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა ფინალში გასვლას. მეტოქის სიძლიერე ამ შემთხვევაში არც ისე მნიშვნელოვანია. მესის გარეშე ”ბარსელონა” ნაკლებად საშიშია, ეს პსჟ-სთანაც მატჩშიც გამოჩნდა. ვიმედოვნებთ, რომ ლეო ხვალ არ ითამაშებს.”  – განაცხადა ლამმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში