1988 წელს ,,ბარსელონას ” მთავარ მწვრთნელად იოჰან კრუიფი დაინიშნა. ჰოლანდიელის გამოჩენისთანავე კლუბის შემადგენლობა საგრძნობლად გადახალისდა და ხოსე მარი ბაკეროც კატალონიელთა ერთ-ერთ ახალწვეულად შეიქმნა.მიუხედავად იმისა, რომ ,,ბარსელონაში” გადასვლის დროს ის მხოლოდ 25 წლის იყო, თამამად ეთქმოდა გამოცდილი ფეხბურთელი: სოსიედადში ჩატარებული 8 სეზონის განმავლობაში მან პრიმერადივიზიონში 223 მატჩი ჩაატარა, ორჯერ მოიგო ლა ლიგა, თითოჯერ კი თასი და სუპერთასი. ბასკეთში ის ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების მხარდამხარ თამაშობდა, როგორებიც მეკარე ლუის ანკორდაა, ხესუს მარია ზამორა და ხესუს მარია სანტრუსტეხი იყვნენ. ,,კამპ ნოუზე” გატარებული 9 წლის მანძილზე ეს ბასკი ფეხბურთელი კიდევ უფრო დიდ წარმატებებს შეწვდა: 13 ტიტული მოიგო! მათ შორის ჩემპიონთა თასი 1992 წელს და ტასების მფლოებლტა თასი 1989 და 1997 წლებში. იოჰან კრუიფის ხელსი ხოსე მარი ბაკერო ,,ბარსელონას” ნახევარდაცვის ბურჯად მოგვევლინა, რამდენიმე სეზონში კი კლუბის კაპიტნის სამკლავურიც მოირგო.
საერთო ჯამში ,, ბარსელონას” ოცნების გუნდში მან 329 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, უკანასკნელად კი 1996 წლის 18 ნოემბერს იტამაშა ,,ვალიადოლიდთან” 6:1 მოგებულ შეხვედრაში.იმ მატჩში მან ერთ-ერთი გოლიც გაიტანა.
ფეხბურთელის კარეირის დასრულების შემდეგ ის ,,ბარსელონას” დაუბრუნდა და ჯერ ლორენს სერა ფერერის, შემდეგ კი ლუის ვან გაალის თანაშემწე გახდა, მოგვიანებით კი , სამწვრთნელო ლიცენზიის აღების შემდეგ, 2005 წლის იანვარში ,,მალაგას” მეორე გუნდის თავკაცად დაინიშნა. 2007 წლის ოქტომბერში ყოფილი თანაკლუბელი რონალდ კუმანის თანაშემწე გახდა ,,ვალენსიაში”, თუმცა ეს თანამდებობა რამდენიმე თვეში დატოვა – რუმინეთის საფეხბურთო ელიტაში აღზევებულმა ,,ოტოპენმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზა.
ესპანეთის ნაკრებში ხოსე მარი ბაკერომ 29 შეხვედრა ჩააატარა და 7 გოლი გაიტანა. ქვეყნის პირველი გუნდის მაისური პირველად 1987 წლის 14 ოქტომბერს მოირგო ევროპის 1988 ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ავსტრიასთან მატში: 2:0 მოგებულ შეხვედრაში ფრანსისკო კარასკო შეცვალა. ეროვნული გუნდის მაისურით მან ევროპის 1988 წლის და მსოფლიოს 1990 წლის და 1994 წლების ჩემპიონატზე იასპარეზა.
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:
ესპანეთის ჩემპიონი: 1991,1992,1993,1994
ესპანეთის თასი: 1990
ესპანეთის სუპრეთასი: 1991,1992,1994,1996
ჩემპიონტა თასი: 1992
თასების მფლობელთა თასი: 1989, 1997
ევროპის სუპერთასი: 1992
fcbarcelona.com


