სერხიო ბუსკეტსმა “ბარსელონას” ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, ისაუბრა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის გასამართ ნახევარფინალურ შეხვედრაზე, სადაც ერთმანეთს “ალიანს არენაზე” მიუნხენის “ბაიერნი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.
ესპანელი ნახევარმცველი თვლის, რომ ორივე გუნდის შანსები, საკმაოდ თანაბარია: “ვფიქრობ, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის. ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება დიდი ფეხბურთი ორი დიდი გუნდის შესრულებით”.
“ბაიერნმა ძალიან კარგად იცის თუ რას აკეთებს. ისინი თამაშობენ ძალიან ლამაზ და დალაგებულ ფეხბურთს, მათ ასევე გუნდში ყავთ საკმაოდ კარგი ინდივიდუალური მოთამაშეები. “ბაიერნის” ნებისმიერ ფეხბურთელს, შეუძლია სრულიად შეცვალოს თამაში”.
სერხიომ ასევე საქებარი სიტყვები არ დაიშურა, მისი თანამემამულის ხავი მარტინესის მიმართ: “მარტინესი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მას ბევრ ადგილას შეუძლია თამაში, რაც ფეხბურთელისთვის უდიდესი პლიუსია. იგი დაცვის საოცარი უნარით გამოირჩევა და გააჩნია ყველა ის ფუნქცია, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან საჭიროა. “ბაიერნისთვის” მარტინესი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”. – განაცხადა ბუსკეტსმა.



