“ბაიერნის” ნახევარმცველმა ხავი მარტინესმა “ბარსელონასთან” მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის წინ განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის ვეტერანს ჩავის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად თვლის.
“ჩავი – მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია და “ბარსელონას” მამოძრავებელი ძალა. ვფიქრობ, ჩვენ ორ შესანიშნავ მატჩს ჩავატარებთ. გულშემატკივრები ამ სპექტაკლით სიამოვნებას მიიღებენ. გუნდს ლონდონში წასვლა უნდა (სადაც ტურნირის ფინალური დაპირისპირება გაიმართება)”.
საუბრის მიწურულს მარტინესმა ისიც განაცხადა, რომ “ატლეტიკიდან” “ბაიერნში” გადაბარგებას არ ნანობს.


