მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გასპარი: “როსელი მართალია, თუმცა ლაპორტასაც აქვს უფლება”

გასპარი: “როსელი მართალია, თუმცა ლაპორტასაც აქვს უფლება”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ამჟამინდელი მართველის სანდრო როსელის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. როსელმა უკვე დაადასტურა, რომ აპირებს 2016 წლის არჩევნებშიც იყაროს კენჭი. 

“ჩემი აზრით როსელის გადაწყვეტილება საკმაოდ წარმატებულია. მართალია არჩევნებამდე წინ კიდევ სამი წელია მაგრამ, როსელი კორექტიულად და სწორად მოიქცა. ხოლო თუ შემდეგ არჩევნებზე ჟოან ლაპორტასაც სურს მონაწილეობის მიღება რა თქმა უნდა ესეც გამართლებულია. ის საკუთარ სურვილებში თავისუფალია. მე არაფერ ცუდს არ ვხედავ იმაში, რომ ლაპორტამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს. საკუთარ კანდიდატურას კი ნამდვილად არ დავაყენებ.” – განაცხადა გასპარმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში