“ბარსელონას” გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი კატალონიურ კლუბთან თავის კონტრაქტს ბოლომდე ამოწურავს, იტყობინება AS.
მოცემული წყაროს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარის ტრანსფერთან დაკავშირებით შემოსული არცერთი ოფიციალური წინადადების განხილვას არ აპირებს.
ასე რომ, ვალდესი კლუბს 2014 წლის ზაფხულში დატოვებს, როგორც ვიქტორმა ადრე განაცხადა.
