კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ გუნდისთვის პრიორიტეტული ტურნირი ლა ლიგაა.
“კლუბისთვის მთავაირ ჩემპიონატი ლა ლიგაა. ჩემპიონთა ლიგა ძალიან პრესტიჟულია და მთელი ევროპის გუნდებს ვხვდებით, ესპანეთის თასი კი საპატივცემულო ტურნირია, თუმცა ლა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულია. აქ ყოველ მატჩში გიწევს ბრძოლა და არ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ყველაზე ხანგრძლივი და დამღლელი სწორედ ლა ლიგაა, თუმცა მისი მოგება ყველა ფეხბურთელისთვის საამაყოა.”
“არ ვთვლი, რომ ესპანეთის ჩემპიონატში გამორჩეული მხოლოდ “ბარსელონა” და მადრიდის “რეალია”. “რეალ სოსიედადი” ახლა სატურნირო ცხრილის სათავეშია, წინა სეზონში კი ბოლო ნაწილში იმყოფებოდა. აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს.” – დაასრულა ინიესტამ.



