“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ლონდონური კლუბი არ აპირებს დაიბრუნოს ალექს სონგი, რომელიც “ბარსელონაში” ასპარეზობს.
შეგახსენებთ, კამერუნელი კატალონიურ გრანდში გასული წლის აგვისტოს თვეში გადავიდა, თუმცა ახლა ფეხბურთელი თავის ახალ კლუბში საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.
“მის კონტრაქტში დაბრუნებასთან დაკავშირებული პუნქტი არაა ჩადებული. გავიგე, რომ მას “ბარსელონაში” დარჩენა კიდევ ერთი სეზონი სურს. მას უნდა გავუგოთ, რადგან სონგი ახალ გუნდში ჯერ მხოლოდ პირველ წელიწადს ატარებს. ფეხბურთელებმა თავიანთი პროფესიონალიზმი უნდა გამოავლინონ და მიღებული გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად არ შეიცვალონ. პირადად მე ალექსს ვურჩევ, რომ კატალონიაში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს, შემდეგ კი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს ბრიტანული პრესა.
სონგის მიერ “ბარსელონასთან” გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე ადრე გაწყვეტა, კომპენსაციის სახით, 80 მილიონ ევროს ითვალისწინებს.



