დიდი სიახლე დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე ლეო მესის გამოჩენა იყო. არგენტინელი, რომელმაც მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაზიანება 2 აპრილს მიიღო დღეს ”სიუტატ ესპორტივას” მოედანზე ვარჯიშობდა. ასევე კარგი სიახლე იყო ის, რომ სერხიო ბუსკეტსი თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. ოთხშაბათს ის პინტოსთან ერთად, განცალკევებით იტვირთებოდა. მეკარე კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.
უეფას დოპინგ ტესტი
სესიაში ასევე მონაწილეობას ”ბარსა ბ”-ს 2 ფეხბურთელი იღებდა (ოიერი და სერხი რობერტო). დღეს უეფას დოპინგ ტესტი გაიარეს შედმეგმა ფეხბურთელებმა: ინიესტა, ტელიო, ალვესი, პიკე, ვილია, სონგი, ალბა, ვალდესი, ჩავი და მესი.
სავარჯიშო სესიის დაწყების წინ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა პატივი მიაგეს გუნდის მძღოლს, სალვა ბართომეუს, რომელიც რამდენიმე დღეში პენსიაში გადის.
[media=http://www.youtube.com/watch?v=xf-A6i4FdGk]
[media=http://www.youtube.com/watch?v=nDhUVWOwlmk]
