გავლენიანმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes, გამოსცა ყველაზე ძვირადღირებული კლუბების რეიტინგი.
პირველი ადგილს ”რეალი” იკავებს. მადრიდელები აქამდე 8 წელი ზედიზედ ხდებოდნენ ყველაზე შემოსავლიანი კლუბის ტიტულის მფლობელები. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად მეორე ადგილზე მყოფი ”მანჩესტერ იუნაიტედი” ჯერ კიდევ ზაფხულში, ამავე Forbes-ის ვერსიით, ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბი იყო. ამ სიის სამეულს კი ხურავს კატალონიური გრანდი, ”ბარსელონა”.
1. ”რეალ მადრიდი” – 3,3 მილიარდი დოლარი
2. ”მანჩესტერ იუნაიტედი” – 3,17 მილიარდი დოლარი
3. ”ბარსელონა” – 2,6 მილიარდი დოლარი
4. ”არსენალი” – 1,32 მილიარდი დოლარი
5. ”ბაიერნი” – 1,3 მილიარდი დოლარი
6. ”მილანი” – 945 მილიონი დოლარი
7. ”ჩელსი” – 901 მილიონი დოლარი
8. ”იუვენტუსი” – 694 მილიონი დოლარი
9. ”მანჩესტერ სიტი” – 689 მილიონი დოლარი
10. ”ლივერპული” – 651 მილიონი დოლარი



