იტალიური “იუვენტუსი” მზად არის კატალონიის “ბარსელონას” მოელაპარაკოს ჩილელი ფეხბურთელის ალექსის სანჩესის არენდით აყვანასთან დაკავშირებით, 2013/2014 წლის სეზონის გათვალისწინებით.
ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ამ გეგმას 5 მილიონ ევროდ აფასებს. იტყობინება AS. შეგახსენებთ, რომ ამის შემდგომ “იუვე” მზად იქნება ფეხბურთელი 20 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სანჩესმა ჩემპიონატში 23 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.


