მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბასლერი: “გვარდიოლას ტელეფონი ალბათ არ დუმს”

ბასლერი: “გვარდიოლას ტელეფონი ალბათ არ დუმს”

ბუნდესთიმის ყოფილი ნახევარმცველმა და გერმანული ტელემაუწყებლობის ექსპერტმა, მარიო ბასლერმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩებზე კომენტარი გააკეთა. 

“არ შეიძლება იმის თქმა, რომ გერმანელებს წილისყრაში არ გაუმართლდათ. რა თქმა უნდა თუ “ბაიერნი” და “დორტმუნდი” ერთ წყვილში მოხვდებოდნენ გერმანული გუნდი ნამდვილად ფინალში იქნებოდა. თუმცა ახლაც არის შანსები იმისა, რომ ფინალში მაინც ორი გერმანული კლუბი იყოს. ცხადია ისიც, რომ “დორტმუნდს” არცთუ ისე დიდი შანსები აქვს რადგან ამჟამად “რეალი” კარგ ფორმაში იმყოფება “დორტმუნდმა” კი ტემპი დააგდო. “ბაიერნი” კი ფინალში უნდა გავიდეს. “ბარსა” ნამდვილად არ არის კარგ ფორმაში და ალბათ პეპ გვარდიოლას ტელეფონი არ სდუმს. ხოსეპი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ის ვალდებულია თავის ყოფილ თანამშრომლებს უთხრას თუ როგორ ათამაშოს კლუბი, რომელიც თავადვე შექმნა.” – განაცხადა ბასლერმა Bild-თან ინტერვიუში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში