პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესხებ, რომ “ბარსელონა” და “პსვ” მოლაპარაკებებს აწარმოებენ 25 წლის ბრაზილიელი მცველის მარსელოს ტრანსფერის თაობაზე.
“ამ კლუბში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდა. აქ ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ როგორებიც არიან რომარიო, კუმანი, სულ ახლახან კი იბრაჰიმ აფელაი.”–განუცხადა ფეხბურთელმა ჰოლანდიურ მედიას.
მარსელო არის 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც “პსვ”–ში უკვე სამი სეზონია თამაშობს. მას შემდეგ ფეხბურთელმა დიკ ადვოკაატის გუნდში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. მარსელო არის 1.91, საკაოდ ძლიერია ფიზიკურად და კარგად იბრძვის ე.წ “მეორე სართულზე”. საერთაშორისო კარიერა ბრაზილიურ კლუბ “სანტოსში” დაიწყო, ევროპაში თამაშის საშუალება მას “ვისლა კრაკოვში” მიეცა. ბრაზილიელმა პოლონეთში ორი წელი დაჰყო შემდეგ კი ჰოლანდიურ კლუბში გადავიდა.
ერედივიზინში 3 წლიანი გამოცდილების შემდეგ, ფეხბურთელი თვლის, რომ დროა უფრო მაღალი დონის კლუბში სცადოს ბედი და თვლის, რომ თავისი თამაშის სტილით ძალიან კარაგდ მოერგება კატალონიერ კლუბს.


