workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მისტერის მომავალი გეგმები

მისტერის მომავალი გეგმები

უკვე ორი თვე და რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გვარდიოლა ფეხბურთელებს ცოტა ხნით დაემშვიდობა. მან დღეს კიდევ ერთხელ მიმართა ფეხბურთელებს და უთხრა, რომ დიდი სიამოვნებაა მათთან ერთად მუშაობა: ” კარგია კიდევ ერთხელ რომ შევხვდით ერთმანეთს.სასიამოვნოა იყო ვიყო თქვენთან ერთად”.

ფეხბურთელებმა, რომლებმაც ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატზე, პეპისგან დასვენების ნებართვა მიიღეს. რაც შეეხება გუნდის დანარჩენ წევრებს, მათ გვარდიოლას მეთაურობით დღეს პირველად ივარჯიშეს . რაც შეეხება მომავალ გეგმებს, გვარდიოლამ თითოეულ ფეხბურთელზე ისაუბრა და მინდა შემოგთავაზოთ მისი ინტერვიუ.

აბიდალი

დმიტრო ჩიგრინსკის გაყიდვის შემდეგ, კიდევ ერთი გუნდიდან გაშვების კანდიდატი რაფა მარკესია. შესაბამისად გუნდში რჩება მხოლოდ სამი ცენტრალური მცველი: პიკე,პუიოლი და მილიტო. სწორედ ამიტომ, პეპი აპირებს ერიკ აბიდალის ცენტრში გამოყენებას, საჭიროების შემთხვევაში. ” მას აქვს გამოცდილება ითამაშოს დაცვის ცენტრში”.

ადრიანო

მისტერი ძალიან კმაყოფილია ადრიანოს შეძენით. მისი თქმით, მას სურდა ფეხბურთელი, რომელიც შეცვლიდა ალვეშს, თუმცა გუნდში საჭირო იყო მარცხენა ნახევარმცველიც.ამ პოზიციებზე თამაში კი ბრაზილიელს ძალიან კარგად შეუძლია ” ის ძალიან ძლიერის ფიზიკურად და შეუძლია მთელი თამაში დაუღალავად იშრომოს.მე არ მინდოდა პუიოლის ფლანგზე გამოყენება, მაგრამ მსურდა ფეხბურთელი, რომელიც ითამაშებდა მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე. ადრიანოს 4 პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ბრწყინვალეა”.

ბოიანი

გვარდიოლა შეეხო ბოიან კრკიჩსაც. დავიდ ვილიას მოსვლის შემდეგ, მას შეუმცირდება სათამაშო დრო, თუმცა პეპი პირდება ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომ აუცილებლად ითამაშებს. ” მე დღეს არ მინახავს იგი, თუმცა აუცილებლად ვნახავ.გასულ წელს, იგი გუნდს ძალიან დაეხმარა ტიტულის მოპოვებაში, რისთვისაც მადლობელი ვარ. რაც შეეხება მომავალ სეზონს, მე ვპირდები მას, რომ იგი ითამაშებს”.

ფაბრეგასი

პეპის თქმით, მას სურს მის რიგებში იხილოს სესკი, თუმცა ლონდონის “არსენალი” სასტიკ უარზეა.მას ესმის მეთოფეების და აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, იგი მაინც დაბრუნდება კატალონიაში. ” მე მესმის ვენგერის. ფაბრეგასი ხომ ახალგაზრდა, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელია.მე მსურს, რომ იგი ჩემი ფეხბურთელი იყოს.იგი მაინც დაბრუნდება “ბარსელონაში”.

ანრი

გუნდი დატოვა ტიერი ანრიმ. გვარდიოლა მადლობელი იყო ფრანგით და განაცხადა, რომ მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. “მე არ დამავიწყდება მასთან მუშაობის წლები. მართალია დიდხანს არ ვყოფილვართ ერთად, თუმცა ეს წლები განუმეორებელი იყო.”

იბრაჰიმოვიჩი

შვედის შეძენის შემდეგ, პეპი კრიტიკის ქარ–ცეცხლში გაატარა პრესამ. ამის შემდეგ, ჟურნალ–გაზეთებში ზლატანის მომავალს “მილანს” უკავშირებდნენ, მაგრამ იგი “ბარსაში” დარჩება.გვარდიოლას თქმით,იბრაჰიმოვიჩ არის მაღალი დონის ფორვარდი და მისი მომავალი თვითონ უნდა გადაწყვიტოს.”მან უნდა გადაწყვიტოს რა სურს. თუ მას უნდა დარჩენა, იგი კვლავ ითამაშებს “ბლაუგრანას” ფორმით. ასეთ სიტუაციაშია რაფა მარკესიც. მისი მომავალი მის ხელშია”.

ინიესტა

პეპს არ დავიწყებია კომენტარი გაეკეთებინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის გმირზე, ანდრეს ინიესტაზე. გვარდიოლამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ მას ძალიან მძიმე სეზონი ჰქონდა და იმედს იტოვებს, რომ ტრავმები აღარ გააწამებს მას.” ძალიან ძნელია ებრძოლო ტრავმებს.იმედია შემდეგ სეზონში დონ ანდრესი კვლავ მაღალ დონეზე ითამაშებს.”

კეიტა

თუ გუნდში არ მოვა ახალი საყრდენი ნახევარმცველი, ბუსკეტსის შემცვლელი სეიდუ კეიტა იქნება.

ტურე

პეპი დამწუხრებულია იაიას წასვლით. მისი განცხადებით, აფრიკელს სურდა ინგლისში თამაში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გვარდიოლა ვერ აძლევდა ტურეს ძირითადში თამაშის გარანტიას.”ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მაგრამ შეუცვლელი არავინაა.მას სურდა მის ძმასთან თამაში, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენოდა გაგვეშვა იგი. მადლობა მას ყველაფრისთვის”.

ჩიგრინსკი

გვარდიოლა ბოლომდე ენდობოდა ჩიგრინსკის, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო იგი კლუბმა გაყიდა. “იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ფინანსური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის.”

ვილია

დავიდის ყიდვა ჟუან ლაპორტას პეპ გვარდიოლამ პირადად სთხოვა. მას სჯერა ესპანელის”იგი განუმეორებელი ფეხბურთლია. მას შეუძლია ითამაშოს თავდასხმის მარცხენა ფლანგზე და ცენტრალურ თავდამსხმელად. ასეთი ფეხბურთელი ძალიან ცოტაა მსოფლიო მასშტაბით”.

წყარო : ://www.fcbarcelona.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში