მიუნხენის “ბაიერნის” 27 წლის გერმანელმა გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ მაყურებელს სანახაობრივი და ლამაზი შეხვედრები ელის., ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.
“ეს აბსოლუტური ფურორია ეს შესაძლოა ფინალიც ყოფილიყო. ჩვენ ნამდვილად გველის ორი უმაღლესი კლასის და სანახაობრივი შეხვედრა, ჩვენ ფეხბურთელები და გულშემატკივრები სიხარულით ველოდებით ამ შეხვედრებს. რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონტროლი და ყურადღება ლიონელ მესიზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ჩაატაროს ისეთი შეხვედრები, როგორიც “მილანთან” და “პსჟ”-თან ჩაატარა.” – განაცხადა ნოიერმა.



