გერმანული “ბაიერნის” ნახევარმცველმა თომას მიულერმა განაცხადა, რომ მოხარულია ჩემპიონთა ლიგის წილისყრით სადაც მეტოქედ გერმანელებს “ბარსელონა” ერგოთ.
“მე ჯერ კიდევ არასდროს მითამაშია “ბარსელონას” წინააღმდეგ, ამიტომ მე მოხარული ვარ მომავალი დუელით. დარჩენილ კლუბებს შორის ნამდვილი ბრძოლა იქნება. ეს ურთულესი დავალებაა მაგრამ ჩვენ საკუთარი ძალების გვჯერა.” – განაცხადა მიულერმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ წყვილის მატჩები 23 აპრილს და პირველ მაისს გაიმართება.



