ანდრეს ინიესტა დღეს ეროვნული გმირია.. იგი ”ბარსელონას” შეუცვლელ ლიდერად , ესპანეთის დიდებად და სიამაყედ ითვლება ! ყველაფერი 28 წლის წინ ესპანეთის ქალაქ ფუენტეალბილიაში დაიწყო.. ამ ქალაქის გარეუბანში დაიბადა მომავალი ფეხბურთის გმირი ანდრეს ინიესტა.. ანდრესის დებიუტი “ბარსელონას” ძირითად გუნდში 2002 წლის 29 ოქტომბერს , უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბრუგეს წინააღმდეგ შედგა , როდესაც ვან გაალმა მას ნდობა გამოუცხადა და ძირითად შემადგენლობაში ათამაშა..
2004-2005 წლების სეზონში ინიესტამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვა და ჩემპიონატის 38 მატჩიდან 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა.. მართალია ანდრესი ვარსკვლავ თანაგუნდელთა ჩრდილი მოექცა , მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში მისი წვლილი მაინც დიდი იყო..
პირველად ახალგაზრდა ტალანტზე 1999 წელს დაიწყეს ლაპარაკი.. “ნაიკის” თასის ფინალურ მატჩში , კამპ ნოუზე 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდა კატალონიელებს ანდრეს ინიესტა კაპიტნობს !
”ბარსელონას” ახალგაზრდულმა გუნდმა , არგენტინული კლუბი სწორედ ანდრეს ინიესტას ზუსტი დარტყმით დაამარცხა.. მათ დასაჯილდოვებლად მოედანზე ბარსელონას კაპიტანი ხოსეპ გუარდიოლა გადის.. ის უახლოვდება პატარა ანდრეს ინიესტას , გადასცემს თასს და შემდეგ სიტყვებს ეუბნება : “მოვა დრო და მე მოვალ ამ სტადიონზე რათა ვუყურო შენს თამაშს დიდი გუნდის შემადგენლობაში ! შენ წინ დიდი მომავალი გაქვს ! “.. ანდრეს ინიესტა ორმაგად ბედნიერი იყო.. მის წინ იდგა მისი ბავშვობის კუმირი , რომელმაც ის შეაქო და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.. პასუხად მან თქვა , რომ ჯერ-ჯერობით ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო..
შევეცდები სიახლე სხვა კუთხით წავიყვანო , რადგან ამ მხრივ ინის წარმოჩენა არ სჭირდება !
ანდრეს ინიესტა ლუჟანი ! ფეხბურთელი , რომელიც შეცდომებს არ უშვებს ! ფეხბურთელი , რომელიც ფეხბურთელზე მეტია ! ეს ჩვენი პიკასოა ! არაჩვეულებრივი პროფესიონალი და დიდებული პიროვნება ! არცერთი გუნდის გულშემატკივარი არ მახსნებდება , რომელიც ინიესტას ცუდად მოიხსიენებს ! არ მეგულება პიროვნება , რომელიც არ აფასებს მას !
ასეთი სიყვარული კი მისი ქცევებიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე დაიმსახურა ..
რამდენიმე ფაქტი ინიესტას ცხოვრებაზე :
ანდრესის სახლში ინახება ბუცები , რომელიც მას მამა უყიდა 3 თვიანი ეკონომიის შემდეგ .. ” როდესაც მათ ვუყურებ მთელი ჩემი ცხოვრება მახსენდება .. ვინ ვარ და საიდან მოვდივარ ..”
ინიესტას მშობლები ოფიციანტები იყვნენ ადგილობრივ ფუენტეალბილიაში.. ანდრესმა პირველი ოფიციალური კონტრაქტის შემდეგ მშობლებს სახლი უყიდა..
იმაზე , რომ ინიესტა არ არის ყველაზე პოპულარული მოთამაშე თავის სამშობლო ესპანეთშიც კი გვიამბობს ისტორია , რომელსაც ფეხბურთელები ყვებიან.. 2010 წლის ჩემპიონატამდე რამდენიმე ხნით ადრე , მომავალში ოქროს ბურთის ავტორთან , ერთ-ერთ კლუბში ქალი მივიდა.. ინიესტა უკვე მზად იყო მისთვის ავტოგრაფი მიეცა ან სურათი გადაეღო , როდესაც ქალმა მას უთხრა: “ერთი კოლა თუ შეიძლება”..
ინიესტას თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტშიც კი არ დავიწყებია გარდაცვლილი მეგობარი , ესპანიოლის ფეხბურთელი დანი ხარკი.. როდესაც მან ჰოლანდიის ნაკრების კარში გოლი გაიტანა მაისური გაიხადა და ყველას ათასობით გულშემატკივარს აჩვენა წარწერა : ” შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხარ დანი ხარკ”.. სწორედ ამ მომენტის შემდეგ დასრულდა ომი ”ბარსელონასა” და ”ესპანიოლის” გულშემატკივრებს შორის..
მესისა და რონალდოსგან განსხვავებით , ინიესტა არ არის განებივრებული პირადი ტიტულებით.. გასულ 2012 წელს ის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს..
2001 წელს 17 წლის ინიესტა , სერა ფერერმა ”ბარსელონას” ვარჯიშზე მიიწვია.. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობის გასახდელს ვერ მიაგნო და ჩათვალა რომ მას მწარედ გაეხუმრნენ.. როდესაც ინიესტამ სახლისკენ მიაშურა მას ლუის ენრიკე შეხვდა და ვარჯიშზე წაიყვანა..
სრულიად შესაძლებელი იყო , რომ ეხლა ინიესტას არა ”ბარსელონას” არამედ ”მადრიდის რეალის” ღირსება დაეცვა.. ანდრესის ბავშვობაში , მშობლებმა თავად გადაწყვიტეს თუ სად იქნებოდა უკეთესი მათი შვილისთვის ფეხბურთის თამაში.. საბოლოოდ არჩევანი ”ბარსელონას” სასარგებლოდ გააკეთეს , ხოლო მადრიდის ვარიანტი დაბლოკეს , რადგან მათ არ მოეწონათ რაიონი სადაც ”რეალის” კანტორა მდებარეობდა..
ერთხელ ხოსეპ გუარდიოლამ ახსნა თუ რატომ ვერ აიღო ინიესტამ აქამდე ოქროს ბურთი: ” ანდრესი არ ატარებს საყურეს , არ იღებავს თმას , არ ეხვევა სკანდალურ ისტორიებში.. პრესისთვის ის არ არის იმდენად აქტუალური , როგორც სხვები , მაგრამ ჩემთვის ის მაინც საუკეთესო მოთამაშეა”..
თუ გაუმართლებს მშობლებთან მისულს დახვდება : შემწვარი წიწილა კარტოფილთან ერთად , საყვარელი დედის რეცეპტით მომზადებული , მაგიდასთან კი ისხდებიან : მისი მშობლები , საკუთარი და , საყვარელი
ქალი ანა და მათი საერთო სიხარული პატარა ვალერია ..
და სწორედ მაშინ ანდრეს ინიესტა კვლავ იგრძნობს , რომ მისი ყველა ოცნება რეალობად იქცა ..
”ვერაფრით ვეჩვევი იმ ფაქტს , რომ როცა მწვრთნელი მცვლის , მოწინააღმდეგის გულშემატკივარი ფეხზე დგება და ტაშით მაცილებს .. მაშინაც კი როცა მათი საყვარელი გუნდი ჩვენთან მარცხდება .. ამ დროს ვხვდები , რომ ფეხბურთის შედეგზე მაღლა სხვა გრძნობები და ემოციები დგას .. ” !
უბრალოდ არვიცი როგორ უნდა ავღწერო ამ ფეხბურთელისადმი ჩემი სიყვარული და პატივისცემა ! უბრალოდ ფეხბურთელი , რომელიც არავის არ ჰგავს ! საოცარი მოძრაობებითა და თამაშის განსხვავებული
სტილით ! არაჩველებრივი თვისებებითა და პროფესიონალიზმით !
უბრალოდ ესპანელი ლეგენდა ! – ანდრეს ინიესტა ლუჟანი !!
[media=http://www.youtube.com/watch?v=tRHehTdR9FY]
[media=http://www.youtube.com/watch?v=woG_Iiw3-hs]
[media=http://www.youtube.com/watch?v=mwQVGc7QBQc]
სპეციალურად Barcamania.Ge-თვის ©
ჯერემი რენერი



