workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ ვალიენტე ადრიანოზე საუბრობს

მარკ ვალიენტე ადრიანოზე საუბრობს

“ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს მარკ ვალიენტეს ჟურნალისტებმა ჩამოართვეს ინტერვიუ ადრიანო კორეიას შესახებ.

როგორ ფიქრობთ რამდენად წარადგება ადრიანო “ბარსელონას” ?

ადრიანო ძალიან კარგი ფეხბურთელია, იგი შეიძლება უნივერსალადაც ჩავთვალოთ, რადგანაც შეუძლია 4–5 პოზიციაზე თამაში. ასეთი სტილის მოთამაშე “ბარსელონას” ძალზე წარადგება.

ადრიანოს მოსვლა გუნდში ნიშნავს იმას, რომ მარცხენა ფლანგზე იქნება კონკურენცია ?

კონკურენცია იქნება ყველა ადგილას სადაც ადრიანო შეძლებს თამაშს.

ალვეში და ადრიანო ერთმანეთს ძალიან გვანან, ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ეს ორი ფეხბურთელი ?

ამ ორ ფეხბურთელს მსგავსება აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ძალიან გვანან ერთმანეთს.

ასეთ ფეხბურთელს, რომელსაც არ უჭირს 4–5 პოზიციაზე თამაში, “ბარსელონაში” ადაპტაცია გაუჭირდება ?

ადრიანო ესპანეთის ჩემპიონატს მიჩვეულია. იგი ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, ადრიანო კორეია კლარო შეესაბამება “ბარსელონურ” სტილს ,ვფიქრობ ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს.

როგორ დაახასიათებდით ადრიანოს ?

ადრიანო ძალიან კარგი ფეხბურთელია. იგი სწრაფი და ტექნიკურია, რითაც სრულიად შეესაბამება კატალონიური კლუბის სტილს. აღსანიშნავია მთავარი, რომ ადრიანო გუნდური მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ მარკ ვალიენტე “ბარსელონას” აღრზდილია. 2008 წელს იგი “სევილიაში” გადავიდა, ხოლო ახლა “ვალიადოლიდის” ღირსებას იცავს.

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში