მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრავმები ჩვენ არ გვაშინებს….

ტრავმები ჩვენ არ გვაშინებს….

ყველამ კარგად ვიცით, რომ პუიოლისა და მასკერანოს თამაში ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში შეუძლებელია, სადავოა მესის, ადრაიანოსა და პედროს საკითხი. თუმცა, მსგავსი სიტუაცია გუნდისთვის უცხო არაა.

2008/2009

კამპ ნოუზე ანგარიშით 0–0 დასრულების შემდეგ,  გუნდი ლონდონში გაემგზავრა იმ იმედით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურს მოიგებდა, თუმცა “ბარსელონას” ჰქონდა უდიდესი დანაკარგი. გუნდს ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა – ანრი, მარკესი და მილიტო ტრავმების, ხოლო პუოლი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდნენ გუნდს. მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კი მოედნიდან აბიდალი გააძევეს. მიუხედავად ამისა, გუნდმა მოახერხა ფინალში თამაში. რომში “ბარსელონას” ვერ ეხმარებოდნენ მილიტო და მარკესი,  დისკვალიფიკაციის გამო კი მატჩი აბიდალმა და ალეშმა გამოტოვეს.

2009/2010

2009/2010 წლის სეზონის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “არსენალს” უმასპინძლა. გუნდს ორი ძირითადი ცენტრალური მცველი ვერ ეხმარებოდა. პიკე და პუიოლი დისკვალიფიკაცის გამო ვერ ახერხებდნენ თამაშს, ხოლო  იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა გუნდს.  მიუხედავად ამისა, “ბარსელონამ” მეტოქეს 4–1 სძლია, ოთხივე გოლი მესის ანგარიშზეა

2010/2011

ერთი წლის შემდეგ, “ბარსელონა”–”არსენალი” კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ თამაშში მონაწილეობის მიღება პიკემ და პუიოლმა კვლავ ვერ შეძლეს. პიკემ დისკვალიფიკაცცის გამო, ხოლო პუიოლს ტრავმა აწუხებდა . ლონდონში 2–1 წაგების შემდეგ, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე 3–1 სძლია მეტოქეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის თასიც მოიგო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში