მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ”ვილანოვა სამაგალითო პიროვნებაა”

ჩავი: ”ვილანოვა სამაგალითო პიროვნებაა”

 ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავიმ ისაუბრა ყველასთვის სამაგალითო პიროვნებაზე, ტიტო ვილანოვაზე. 

”დიდი ხანი ვთამაშობდით მთავარი მწვრთნელის გარეშე და ეს ჩვენ თამაშზეც აისახა. ყველაზე თავჩახრილები ვშრომობდით ჟორდი როურასთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – კაპიტნებიდან დაწყებული, ”ბარსა ბ-ს” წევრებით დამთავრებული, მაგრამ ჩვენ მაინც გვაკლა რაღაც და ეს რაღაცა ტიტო ვილანოვა იყო, რომელიც ბოლო წლებია სულ ჩვენთან ერთად იმყოფებოდა. ახლა ვილანოვა დაბრუნდა პოზიტიური შემართებით. როდესაც მას თვალებში უყურებ, ვერ მიხვდები თუ რაოდენ რთული ცხოვრება ჰქონდა მას. იგი სამაგალითო პიროვნებაა თითოეული ჩვენგანისთვის.” – აცხადებს გუნდის ვიცე-კაპიტანი.

 ჩავიმ ასევე ისაუბრა ”ბარსას” მომავალ გეგმებზე: ”ვილანოვა დადებითად ახასიათებს, თუ როგორ ჩავატარებთ სეზონის ბოლო მატჩებს. ძალიან კარგად ვთამაშობთ ლა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზეც საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობთ თავს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ამას კი პირველ რიგში ტიტო იმსახურებს, რომელმაც ცხოვრების ურთულესი ბარიერები დაძლია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში