გუშინ , როგორც ველოდით ბუმბერაზი ადამიანების დაბრუნების დღე იყო ! გუშინ არამარტო კულეები არამედ მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდებოდა იმ ადამიანების დაბრუნებას , რომლებმაც დაუმარცხებელი სენი დაამარცხეს ! დიახ ! ერიკ აბიდალი და ტიტო ვილანოვა ამ დაავადებაზე ძლიერები აღმოჩნდნენ გუშინ ყველას გულები სიხარულით აავსეს !
როგორი შეგრძნება იყო ეს ჩემთვის როგორც კულესთვის ? სიტყვების მოძებნა , რომ მიჭირს ისეთი.. ამაღელვები , სევდისმომვრელი , სიხარულის , ბედნიერების და რაც მთავარია სიამაყის ! ჰოო.. სიამაყით ავივსე როცა მოედანზე ერიკი დავინახე ! 402 დღისა და 2-ჯერ დამარცხებული დაავადების შემდეგ ის დაბრუნდა !
აბის დაბრუნებასთან ერთად ალბათ ასევე საინტერესო დაბრუნების ცერემონიალი იყო.. დანგრეული კამპ-ნოუს ნახვა გვსურდა და ვიხილეთ ! გულშემატკივრების ბედნიერი და ამაყი სახეები.. დაუვიწყარი დღე !
აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო ერიკის ნაბიჯები ამ მომენტამდე.. დიახ ! დაისახა მიზანი და მიაღწია.. მის დებიუტამდე მან ბევრი იბრძოლა , მაგრამ ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო.. საზღვრებს გასცა და ვარჯიშობდა მთებშიც , აკეთებდა გამამხნევებელ განცხადებებს.. ჩვენთვის ! გულშემატკივრისთვის..
არ შემიძლია არ გავიხსენო ერიკის ინტერვიუ : ” ძალიან დიდი სიამოვნებაა , როცა საავადმყოფოში იმყოფები და ყოველი შეხვედრის 22–ე წუთზე სტადიონი შენს სახელს სკანდირებს.. მე მადლობელი ვარ თქვენი ! ბევრი ადამიანი ამბობს , რომ სამაგალითო ვარ კიბოსთან ბრძოლაში თუმცა არ მინდა , რომ ამ კუთხით სამაგალითო ვიყო.. ”
უნდა არ უნდა ეს უკვე მის ნება სურვილზე აღარ არის.. ის მაგალითია მსოფლიოსი და ის ერიკ ბილალ აბიდალია !
ტიტო ვილანოვა ! ”ბარსას” ამჟამინდელი მწვრთნელი და გმირად შერაცხული ისევე , როგორც ერიკი !
მასაც დიდი ძალისხმევის გაღება დასჭირდა იმისათვის , რომ გუშინ იქ ყოფილიყო სადაც იყო..
აბიდალზე იმდენი ვისაუბრეთ ტიტოზე რაღა შემიძლია დავამატო.. უბრალოდ ისიც ისეთივე გმირია ფეხბურთის სამყაროსი , როგორც ერიკი და ის ტიტო ვილანოვაა !
რა სიტყვებით შეიძლება შევამკოთ ჩვენ ეს ადამიანები ? უბრალოდ ჩვენი ძალა ! ადამიანები , რომლებიც მატებენ “ბარსას” ფეხბურთელებს ძალას , დაამარცხონ და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ მეტოქეს ! მოთბინება , შრომა , თავდადება , ბრძოლა საკუთარი თავისადმი და ალბათ ყველაზე მეტად მათ ასეთ ქამბექს ფეხბურთისადმი სიყვარული უფრო შეიძლება ვუწოდოთ ! 
ფეხბურთელები აბიდალის დაბრუნებაზე :
დანი: “ჩემი უფროსი ძმა დაბრუნდა ! მადლობა ღმერთს! ..”
ტელიო:“5-0…. დიდი სიახლეა ის რაც დავინახეთ , აბიდალი ისევ თამაშობს.”
დოს სანტოსი: “რა დიდი სიხარულია დაინახო აბიდალი ისევ “კამპ ნოუ”- ს მოედანზე.”
ტიაგო: “დღეს შედეგს არ აქვს მნიშვნელობა , ყველაზე მთავარს თავისი სახელი გააჩნია ერიკ აბიდალი ! მაგალითი…
პინტო:” ძალიან ბედნიერი ვარ! გუნდი კარგად თამაშობდა ,მაგრამ ყველაზე მთავარი აბიდალის დაბრუნებაა.”
ამ ყველაფერს კი თანადგომა ჰქვია ! სიყვარული ერთმანეთისადმი ! და მეტი ვიდრე კლუბი , რომელიც დაკომპლექტებულია მეტი ვიდრე ფეხბურთელებით !
სამაგალითო მებრძოლი, რომელიც უკანასკნელ მომენტამდე იბრძვის, იმედი, თავდადება, სულისკვეთება… ეს ერიკ აბიდალია…
[media=http://www.youtube.com/watch?v=oac7-0CKETg]
გენიოსი ჩრდილში… სახელად ტიტო ვილანოვა…
[media=http://www.youtube.com/watch?v=PoJcdWSGuKE]
ჯერემი რენერი
სპეციალურად Barcamania.Ge-თვის ©



