სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს The Tlegraph. ინგლისელების თქმით ვენსან კომპანი მზადაა “მანჩესტერ სიტი” დატოვოს. ბელგიის ერუვნული ნაკრების კაპიტანმა ეს გადაწყვეტილება ერთი ამბის შმდეგ მიიღო…
ვენსანი ბელგისს ერთ-ერთ შეხვედრაში, მაკედონიის წინააღმდეგ ტრავმიანი გავიდა, რასაც შეეძლო პრობლემა შეექმნა კომპანისთვის. ამ ფაქტმა გააღიზიანა “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი და მან ცენტრალური მცველი საჯაროდ გააკრიტიკა. ამ ფაქტმა გააცხარა 26 წლის ფეხბურთელი და მასსა და მანჩინის შორის კონფლიქტი მოხდა.
აქვე გეტყვით, რომ “ბარსელონა” სერიოზულადაა დაინტერესებული მცველის შეძენით და კატალონიელთათვის კომპანი დიდებული ვარიანტი იქნება. “ბლაუგრანას” გარდა ბელგიელს მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნიც” აკვირდებიან.