workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: ”გასაკვირია, თუ როგორ ვერ შეამჩნია ლაინსმენმა იბრას თამაშგარე”

ბუსკეტსი: ”გასაკვირია, თუ როგორ ვერ შეამჩნია ლაინსმენმა იბრას თამაშგარე”

 ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, პსჟ-ს და ”ბარსელონას” შორის გამართული მატჩის შემდეგ ბუსკეტსი გაოგნებული დარჩა ლაინსმენის უაზრო შეცდომით.

 ”იბრა ერთი ან ორი მეტრით იმყოფებოდა თამაშგარეში და გასაკვირია, რომ ლაინსმენმა ეს ვერ შეამჩნია. ვიდეო გამეორებაზე კარგად ჩანს იბრას ოფსაიდი. მსაჯი ჩვენ ოდნავ კონტაქტსაც არ გვპატიობდა, ხოლო პსჟ-ს ბევრი უხეშობის უფლება მისცა. ”მილანთან” პირველ მატჩში ყველაფერი ზუსტად ესე მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ. ეს არის ფეხბურთი. ”ბარსელონას” ერთადერთი საფიქრალი არის არა მსაჯების გაკრიტიკება, არამედ თამაშების მოგება, რასაც ჩვენ პსჟ-ს წინააღმდეგ კამპ ნოუზე ვიზამთ. ”ბარსამ” ხელთ უნდა იგდოს მატჩის სათავეები და ყველაფერი წყნარად ბოლომდე მიიყვანოს. აუცილებლად უნდა გადავკეტოთ ლავეცი, პასტორე, იბრა და ლუკას მოურა. სამწუხარო იქნება, თუ ვერცერთი არგენტინელი ვერ დაეხმარება გუნდს. ვგულისხმობ მესისა და მასკერანოს. ამ მატჩის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება სათამაშო ატმოსფერო. ვიმედოვნებ, რომ კულეები დაგვეხმარებიან პსჟ-ს დამარცხებაში” – აცხადებს ”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward