workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
მესის რეკორდული სერია გრძელდება

მესის რეკორდული სერია გრძელდება

ლეო უბრალოდ შეუჩერებელია. გუშინდელ შეხვედრაში ”სელტას” წინააღმდეგ მან კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მესიმ ლა ლიგის ცხრამეტივე გუნდს ზედიზედ გაუტანა. 

29 გოლი 19 შეხვედრაში 

”ოსასუნა” (4), ”სარაგოსა” (2), ”ლევანტე” (2), ”ატლეტიკი” (2), ”ბეტისი” (2), ”ატლეტიკო” (2), ”გრანადა” (2), ”რაიო” (2), ”მალიორკა”, ”ვალიადოლიდი”, ”ესპანიოლი”, ”მალაგა”, ”სოსიედადი”, ”ვალენსია”, ”ხეტაფე”, ”რეალი”, ”დეპორტივი” და ”სელტა”. თითოეულმა მათგანმა ამ სეზონში გოლი გაუშვა ლეო მესისგან. “სელტას”, აქამდე, მესისგან მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გაშვებული. ეს 2006-07 წლების სეზონში მოხდა. ამჯერად, ვიგოელებმა არგენტინელის შეჩერება ვერ მოახერხეს და “სელტა” გახდა ზედზიედ მე-19 გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გაუტანა.

გუშინდელ დღემდე, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგის ყველა კლუბისთვის ჰქონდა ერთ სეზონში გოლი გატანილი, იყო რონალდუ, მაგრამ მესიმ ეს შედეგიც გააუმჯობესა. არგენტინელმა ცხრამეტივე კლუბს ზედიზედ გაუტანა.

ლეოს გოლებს ოქროს ფასი აქვთ… 

მესის 29 გოლი ბოლო 19 შეხვედრაში მიმდინარე სეზონში არგენტინელის შესანიშნავ ფორმაზე მეტყველებს. ამასთანავე, ტიტო ვილანოვას გუნდს, მე-2 ადგილზე მყოფ “რეალთან” დიდი უპირატესობა აქვს. ლეოს გოლებმა იგი პიჩიჩის ჯილდოზე კიდევ უფრო დააწინაურეს. მისმა გოლების რაოდენობამ 43-ს მიაღწია. მე-2 ადგილზე, 28 გოლით, რონალდუა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward