მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 2 – 0 სიმსივნე

“ბარსელონა” 2 – 0 სიმსივნე

დიახ, “ბარსელონამ” 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. ტიტო ვილანოვამ და ერიკ აბიდალმა ამ მატჩში ორი ულამაზესი გოლი გაიტანეს, მაგრამ ამ ლამაზი გოლების უკან უამრავი მტკივნეული დღეებია.

 

ერიკ აბიდალმა თამაში 2012 წლის თებერვალში შეწყვიტა და გაიკეთა ურთულესი ოპერაცია. ერიკ აბიდალმა 3 კვირაში ვარჯიში დაუწყო. ექიმები მას ეუბნებოდნენ, რომ ის ვერ შეძლებდა და ვერ დაბრუნდებოდა მოედანზე. მაგრამ შეხედეთ “ბარსელონას” დღევანდელი მატჩის განაცხადს. სწორედ იქ ამოიკითხავთ, რომ მწვრთნელს შეუძლია უკვე გამოიყენოს ერიკ აბიდალი როგორც ფეხბურთელი. მან გაიმარჯვა სიმსივნეზე და დაანახა მთელ მსოფლიოს თუ როგორი მებრძოლი ადამიანია.

 

მეორე ულამაზესი გოლი ტიტო ვილანოვამ გაიტანა. ის რამდენიმე კვირაა უკვე ნიუ-იორკში იყო და იქ ქიმიოთერაპიას გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ თერაპიების დროს ბევრ ენერგიას ხარჯავდა და ფაქტიურად სიარულიც უჭირდა, მაინც ცდილობდა გუნდის მწვრთვნელებთან დაკავშირებას და გუნდის მდგომარეობის გაგებას. ის დღეში რამდენჯერმეც კი რეკავდა, რომ ყოველთვის ყოფილიყო საქმის კურსში. ხორდი როურა გაკვირვებული აძლევდა ინტერვიუებს, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთ მდგომარეობაში კიდევ შეძლოს და გუნდზე იფიქროს, ტაქტიკები შეარჩიოს ფეხბურთელებს ესაუბროს და ასე შემდეგ. “მილანთან” წინააღმდეგ მატჩის წინ როდესაც “ბარსელონა” 2:0-ს აგებდა, ვილანოვა გაესაუბრა ფეხბურთელებს ინტერნეტის საშუალებით: ” თქვენი ბრძოლა, ჩემი სიმძლავრეა” სწორედ ასე დაამთავრა გამოსვლა ტიტომ. ფეხბურთელები გავიდნენ და ბრძოლა ულამაზეს ფეხბურთად გადააქციეს. 

 

“ბარსელონამ” ამ ბრძოლაშიც გაიმარჯვა და დაანახე მთელს მსოფლიოს რომ “ბარსელონა” მეტია ვიდრე კლუბი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში