”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის დამხმარე, ჟორდი როურა აცხადებს, რომ ალექსის სანჩესი დიდებული ფეხბურთელია, მიუხედავად მისი ჩავარდნისა.
სანჩესმა თვითონვე განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ გამოუყენებელი მომენტები არ უშლის მას ხელს, იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. როურამ ჩილელი თავდამსხმელის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი: ”ძალიან მომწონს ალექსის შემართება, თავდაჯერებულობა. იგი დიდებული ფეხბურთელია.”
არაერთი ჭორი დადის, რომ 24 წლის ფეხბურთელი ზაფხულში დატოვებს კლუბს. ჩილელი თავდამსხმელით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული. მათ შორისა არიან ”ინტერი” და ”იუვენტუსი”.
სანჩესმა ”ბარსას” მაისურით 75 მატჩის ჩატარება მოასწრო და 20 გოლის გატანაც მოახერხა. რაც შეეხება მის საერთაშორისო თამაშს ჩილეს ნაკრებში, ალექსისის შედეგია 14 გოლი 52 მატჩში.



