”სელტასთან” გასამართ შეხვედრამდე (მატჩი ხვალ, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება) 1 დღით ადრე გუნდი ვიგოში გაემგზავრა. გუნდის თვიმფრინავი 23:50 საათზე ჩაფრინდა გალისიაში, სადაც წვიმიანი ამინდია. გუნდთან ერთად იმყოფება ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ფაუსი, დირექტორი პილარ გიუნოვარტი და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა.
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, აბი!
გუნდი ვიგოში სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ გაფრინდა, რომელზეც ორი დიდებული სიახლე იყო. გუნდს ”სიუტატ ესპორტივაზე” ტიტო ვილანოვამ უხელმძღვანელა, რომელიც ვიგოში არ გაფრინდა და 19 კაციან განაცხადში მოხვდა ერიკ აბიდალი.



