რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ პირველი გუნდის ფეხბურთლები ვარჯიშს დაუბრუნდნენ. იმის გამო, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელების დიდი ნაწილი სანაკრებო შეხვედრებზე იმყოფება ”ბარსელონას ბ”-სთან ერთად ვარჯიშობდნენ აბიდალი, დოს სანტოსი, პინტო, ტიაგო, ბარტრა, ტელიო და მონტოია. სავარჯიშო სესიას ჟორდი როურა და აურელი ალტიმირა ხელმძღვანელობდნენ.
კარლეს პუიოლი, ადრიანო კორეია და ჟორდი ალბა განცალკვევებით ვარჯიშობდნენ, ისინი აგრძელებენ აღდგენით კურსს. შემდეგი სავარჯიშო სესია ოთხშაბათს, 18 საათზე გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ყველა ფეხბურთელი მიიღებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=dRvmRdoEOUw]
