”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა აღნიშნა, რომ მომენტების გამოუყენებლობა არ მოქმედებს მის თვითშეფასებაზე.
”ბარსელონაში” ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ვიცი ჩემი ფასი, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებშიც. მე მშვენიერი ფეხბურთელი ვარ და შემიძლია ჩემ გუნდს გადამწყვეტ მომენტში გამარჯვებები მოვუტანო. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ვიტან.” – აცხადებს ჩილელი თავდამსხმელი.
ამ სეზონში, ლა ლიგაზე სანჩესმა 20 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არ მალავს ”არსენალი”, ”იუვენტუსი” და ”ინტერი”.



