”ბარსელონას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, რომ შეიძლება მომავალი წლიდან გუნდი დატოვოს.
”ვიმედოვნებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ვარსკვლავი არ გავხდები. არ მინდა ეს, რადგან ჩემი სახელი ყოველ წელს იქნება მოხსენიებული. ხალხს ხმაღალი ტრანსფერები არ ავიწყდება.” – აცხადებს ვილია.
თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ვილიათი დაინტერესებულები იყვნენ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან ”იუვენტუსი” და ”არსენალი”. ორივე მათგანი მზად იყო ასტურიელ თავდამსხმელში 15 მილიონზე ევროზე მეტი გადაეხადათ.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამდენი ჭორისა ვილიას გუნდიდან წასვლაზე, ”ბარსელონამ” 31-წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა.



