workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო – დანი ალვეშის ფილოსოფიის გამგრძელებელი

ადრიანო – დანი ალვეშის ფილოსოფიის გამგრძელებელი

ეს გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც თავისი ფიზიკური მონაცემებთ აოცებს ყველას. მას ყოველთვის სჯერა, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი.

 ადრიანო დანი ალვესის ფილოსოფიის ტიპიური მიმდევარია. ამბიციური და დაუღალავი, კატალონიელების ახალი შენაძენი პროფესიონალია თავიდან ფეხებამდე. ამ ფეხბურთელის პერსონალური და პროფესიონალური პროფილი ძალიან ჰგავს მისი წინამორბედის პროფილს. ამ ორმა ერთმანეთი 2003 წელს გაიცნეს, როდესაც 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, დაამარცხეს რა ფინალში ანდრეს ინიესტას ესპანეთი. მათი მეგობრობა და ურთიერთობა მას შემდეგ გამყარდა, რაც ორივე მათგანი “სევილიამ” აიყვანა.

 კორეია კორიტიბაში დაიბადა, ბრაზილიის ყველაზე ევროპულ ქალაქში. პირველად ამავე ქალაქის კლუბ “კორიტიბაში” გამოჩნდა, კლუბში, რომელიც მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. მან ყველა გააოცა იმით, თუ რას სჩადიოდა მარცხენა ფლანგზე, ამიტომ ადრიანოს “ლა მოტო” შეარქვეს. ნამდვილად სრულყოფილი ზედმეტსახელია ასეთი დაუღალავი ფეხბურთელისთვის.

 თავის მშობლიურ ქალაქში მან დიდ წარმატებას მიაღწია და ეს ადრიანომ ოჯახის წყალობით გააკეთა. კორეია არივე ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს და ეს მამამისის “ბრალია”. მამამ აიძულა იგი ესწავლა მარცხენა ფეხით თამაში, მას შემდეგ რაც მარჯვენა ფეხზე ტრავმა მიიღო.

 ოჯახი ახალი “ბლაუგრანელის” ცხოვრებაში ფუნდამენტის როლს ასრულებს. მან ცოლად ოცნების ქალი შეირთო და უკვე ჰყავს 3 წლის ვაჟი, ადრიანი. როგორც ჩანს, კორეია ნამდვილი ოჯახის კაცია. ეს ფეხბურთელი გამოირჩევა ღრმა მორწმუნეობით და ხშირად სტუმრობს ეკლესიას, ისევე როგორც, მაგალითად სილვინიო ან ედმილსონი. ადრიანოს “ბარსაში” მოხვედრა შემთხვევითი არ არის… პეპ გავრდიოლა ხომ თავის შეგირდებში მორწმუნეობას დიდად აფასებს.

 მან ფანებს თავი ყველგან დაამახსოვრა, სადაც კი ითამაშა. “კორიტიბაში” იგი 2005 წლამდე იყო. ბრაზილიელი ფანები მას ვერასდროს ვერ დაივიწყებენ. “Jornal do Estado”-ს(ი ყველაზე გავლენაინი ჟურნალი პარანას შტატში) მკითხველმა ადრიანო საუკუნის თერთმეტეულში იხილა ბრაზილიის მასშტაბით. კორეიამ ნაკრებშიც ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთეაც შეეძლო. მან მოიგო კოპა ამერიკა 2004 წელს, მაგრამ დუნგას და პერეირას დროს მას ნაკრებში თამაშის სიამოვნება არ ჰქონია. ახლა იგი უკვე “ნოუ კამპზე” იასპარეზებს და ბრაზილიის მწვრთნელიც გამოიცვალა. ასე რომ, ადრიანოს კარგი შანსი ეძლევა გაიმტკიცოს ადგილი თავის ნაკრებში.

 ახლა მთავარი მხოლოდ და მხოლოდ “ბლაუგრანაა”. კორეიას ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება ახალ კლუბში. მან უკვე იცის, რომ დანი ალვესის გვერდით ყოფნა კარგის მეტს არაფერს მოუტანს. ამის გამოცდილება მან ანდალუსიაში მიიღო, სადაც ორივემ ერთად გაიბრწყინეს. ახლა ჯერი “ბარსაში” გაბრყინებაზეა.

წყარო: www.sport.es 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward