2011 წლის 26 აგვისტოს ჩავიმ გადაასწრო ყველაზე ტიტულიან ”ბარსელონელს”, გილერმო ამორს. მოგეხსენებათ, რომ გუშინ ჩავის დებიუტიდან ზუსტად 15 წელი გავიდა. მან “ბლაუგრანასთან” ერთად 20 ტიტულის მოპოვება მოახერხა. ყველა დროის ესპანეთის რეკორდი ეკუთვნის პაკო ხენტოს. მას ჰქონდა მოპოვებული 23 ჯილდო კლუბთან ერთად (“რეალ მადრიდი”) და ერთიც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. რაც შეეხება მაესტროს მას აქვს 20 ტიტული ”ბარსასთან” ერთად და 3 ესპანეთის ნაკრებთან ერთად. ჩავის მოგებული აქვს ბევრი ფეხბურთელისთვის საოცნებო მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ორი ჩემპიონატი.
ჩავის პირველი ღირშესანიშნავი ჯილდო იყო 1998/99 წლებში. კატალონიელებმა ლა ლიგის მოგება მოახერხეს. იმ სეზონიდან მოყოლებული ერნანდესი არის გუნდის მთავარი გამთამაშებელი და მამოძრავებელი ძალა…
ჩავის ჯილდოები
”ბარსასთან” ერთად
– ორი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
– სამი ჩემპიონთა ლიგა
– ექვსი ლა ლიგა
– ორი ესპანეთის თასი
– ორი ევროპის სუპერ თასი
– ხუთი ესპანეთის სუპერ თასი
ესპანეთის ნაკრებთან ერთად
– ერთი მსოფლიო ჩემპიონატი
– ორი ევროპის ჩემპიონატი
ინდივიდუალური ჯილდოები
– ”ოქროს ბურთის” მესამე ადგილი 2009, 2010 და 2011 წლებში
– 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
– IFFHS მიხედვით საუკეთესო ფლეიმეიქერი (2008 და 2010)
– ავსტრიის პრინცის პრიზი (იკერ კასილიასთან ერთად)



