ლონდონის “არსენალი” კატალონიის “ბარსელონას” 3 ფეხბურთელით დაინტერესდა, საუბარია კლუბის პირველ მეკარეზე ვიქტორ ვალდესზე, თავდამსხმელზე დავიდ ვილიაზე და ალექსის სანჩესზე. იტყობინება Sport.es
წყარო იტყობინება, რომ “მეთოფეებს” ამ სამი ფეხბურთელით გაძლიერება მიმდინარე ზაფხულშივე სურთ. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ოფიციალური დასტური არ არსებობს. სპეციალიზირებული ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt-ი კი ზემოთხსენებულ ფეხბურთელებს შემდეგ ფასად აფასებს: ალექსის სანჩესი – € 25 მილიონი, დავიდ ვილია – € 18 მილიონი და ვიქტორ ვალდესი – € 12 მილიონი.

“არსენალს” ვილია, სანჩესი და ვალდესი სურს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


