ხერარდ პიკე ფიქრობს, რომ პეპ გუარდიოლა გუნდში დარჩებოდა, თუ ”ბარსა” შეძლებდა ლონდონელთა დამარცხებას შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე.
“ბლაუგრანა” ორი მატჩის ჯამში დამარცხდა 2011-2012 წლის ჩემპიონთან. სეზონის დამთავრებისთანავე ესპანელმა სპეციალისტმა დატოვა თავისი პოსტი.
კატალონიელთა ცენტრალურ მცველს სჯერა, რომ პეპ გუარდიოლას (რომელიც მომავალ წელს იუპ ჰეინკესს შეცვლის ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე) დარწმუნება კლუბში დარჩენაზე გამარტივდებოდა, რადგან იგი კიდევ ერთხელ იქნებოდა მსოფლიოში აღიარებული.
”ჩვენ დაგვრჩა ისეთი შეგრძნება, თითქოს მიღწეული წარმატება ”ჩელსისთან” აუცილებლად დატოვებდა გუნდში პეპს. მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.” – აცხადებს პიკე და ამატებს – ”ტიტოს მოუთმენლად ველით, თუმცა აუცილებლად უნდა დავაფასოთ ჟორდი როურას თავდადებული შრომა კლუბისთვის.”
თუ უეფას დავუჯერებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უნდა გამოტოვოს პირველი შეხვედრა ”ბარსასა” და ”პსჟ-ს” შორის, მაგრამ არაერთი ჭორი დადის, რომ შვედი პირველივე შეხვედრაში გამოჩნდება. პიკემ ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: ”ვიმედოვნებ, რომ ზლატანი ორივე მატჩში მიიღებს მონაწილეობას.”


