არგენტინის ქალაქ როსარიოში სპორტული მუზეუმი გაიხსნება, რომლის დიდი ნაწილი “ბარსელონას” თავდამსხმელს, არგენტინელ ლიონელ მესის მიეძღვნება.
“ლიონელის ოჯახის წევრები უკვე დაგვთანხმდნენ, რომ გადმოგვცენ მისი ნივთები, რომლებიც მის პირად ცხოვრებას უკავშირდება. რასაკვირველია მესი, როგორც როსარიოს სიამაყე, ჩვენი მუზეუმის ცენტრალური ფიგურა იქნება.” – განაცხადა ქალაქის მერმა, მონიკა ფეინმა.
ასევე აღსანიშნავია, რომ მუზეუმის გარკვეული ნაწილები სხვა ცნობილ ფეხბურთელებსაც მიეძღვნება, რომლებიც როსარიოში არიან დაბადებულნი. მაგალითად “რეალის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია.



