ლონდონის “არსენალი” ამზადებს შეთავაზებას კატალონიის “ბარსელონას” 24 წლის ჩილელი თავდამსხმელისათვის, ალექსის სანჩესისთვის. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით ალექსის სანჩესი მზად არის დატოვოს “ბარსელონა” არსებული მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო.
აქამდე გავრცელდა ინფორმაციაც, რომ სანჩესის შესაძენად “ინტერი” ემზადებოდა და თითქოს ამ უკანასკნელს ფეხბურთელთან ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა პირად კონტრაქტთან დაკავშირებით.
“ნერაძურის” გარდა “არსენალს” ფეხბურთელის შეძენაში კონკურენციას “იუვენტუსი” და “ლივერპულიც” უწევენ, რომლებსაც ასევე სურთ ჩილელის შეძენა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩილელმა ფეხბურთელმა ჩემპიონატში 20 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.



