მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი სწრაფად დაბრუნებას გეგმავს

პუიოლი სწრაფად დაბრუნებას გეგმავს

 

”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, კარლეს პუიოლი მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ აღდგენითი კურსის დაჩქარებას აპირებს.

კერძოდ კაპიტანმა გადაწყვიტა, რომ დღეში 2-ჯერ ივარჯიშებს. კარლესის სურვილია, რომ გუნდს მაისის დასაწყისში დაუბრუნდეს ან საერთოდ მოასწროს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრებისთვის დაბრუნება. ოპერაციის ჩატარების შემდეგ მან ფიზმომზადების მწვრთნელს, ხუანხო ბრაუს უთხრა, რომ აღდგენით კურსს მეორე დღიდან დაიწყებდნენ.

ფეხბურთელს ოპერაცია მუხლზე 16 მარტს ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით კარლესი სავარაუდოდ 4-8 კვირას იუქმებს, თუმცა აღდგენის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. მათი განცხადებით ყველაფერი კარლესზე იქნება დამოკიდებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში