მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: “მე და მესი ერთმანეთს კარგად ვუგებთ”

ვილია: “მე და მესი ერთმანეთს კარგად ვუგებთ”

“რაიოსთან” მოგებული თამაშის შემდეგ, “ბარსელონას” თავდამსხმელი დავიდ ვილია შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიელებს რთული მეტოქე ჰყავდათ. ასტურიელი, რომელმაც თავი 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ლიონელ მესიზეც საუბრობს.

“მიხარია, რომ გატანილი გოლებით, გუნდისთვის დახმარების გაწევა შემიძლია. ვაპირებ, ასევე განვაგრძო. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მესის გოლის გატანაში დავეხმარე. ჩვენ, ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

ჩემპიონთა ლიგაზე, “მილანთან” მოგებული თამაშის შემდეგ, დაღლილობას ვგრძნობდით. გარდა ამისა, ჩვენი მეტოქე “რაიო ვალიეკანო” იყო, რომელთანაც ნახევარი ძალით ვერ ითამაშებ. მეტოქე გოლის გატანას გამუდმებით ცდილობდა და გვაიძულებდა, პრესინგისთვის მიგვემართა.

სინამდვილეში, “ბარსელონაში” არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ბოლო მატჩებში, გარკვეული წარუმატებლობა გვქონდა.” – აცხადებს დავიდ ვილია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში