მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესებული იყო “სევილიას” მცველით ადრიანოთი. ორივე გუნდის ოფიციალურმა ვებ–გვერდმა შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით დადებითი პასუხი განაცხადა.
მაშ ასე, კატალონიის “ბარსელონამ” ადრიანოს ტრანსფერში 9,5 მილიონნი ევრო გადაიხადა. ბრაზილიელი ფეხბურთელი უნივერსალად ითვლება. იგი ამპლუით მარჯვენა მცველია, მაგრამ შეუძლია მარცხენა მცველის პოზიციაზეც თამაში. ასევე წლევანდელ სეზონში ამ ორი ფლანგზე ნახევარმცველის პოზიციაზეც ასპარეზობდა. დანი ალვესი და ადრიანო 4 წლის წინ ერთ კლუბში თამაშობდნენ – “სევილიაში”. მას შემდეგ დანი “ბარსაში” გადავიდა, ხოლო 4 წლის შემდეგ მას ადრიანოც “მიჰყვა”. შესაძლოა ადრიანო კორეის დებიუტი “სევილიასთან” მატჩშიც შედგეს, რომელიც 14 აგვისტოს ესპანეთის სუპერ–თასზე გაიმართება.
წყარო: fcbarcelona.cat



