მას შემდეგ, რაც “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” გამოკვეთილი დომინირება დასრულდა და “რეალმა” გემო ჯერ ფრეს, შემდეგ კი მოგებას გაუგო, ესპანური გრანდების დაპირისპირებამ ადამიანური სახე შეიძინა – ნაკლებია ზღვარს გადასული უხეშობა, ერთმანეთისთვის მატჩის წინ, მის მიმდინარეობისას თუ მატჩის შემდეგ შეურაცხყოფის მიყენება. ამის მაგალითად შეგვიძლია ჟოზე მოურინიოსა და ტიტო ვილანოვას ურთიერთობა მოვიყვანოთ.
იმ დროს, როდესაც “ბარსელონა” “რეალს” აშკარად ჩაგრავდა, პორტუგალიელი იმ დონემდე იყო მისული, რომ ის ვილანოვას ფიზიკურად შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდა. ახლა კი, იგი “ბარსას” უკვე მთავარ მწვრთნელს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ესპანეთის თასზე გამართული “ელ კლასიკოს” დაწყებამდე, როდესაც ხორდი როურა “რეალის” სათადარიგოთა სკამთან ჟოზე მოურინიოსთან მისასალმებლად მივიდა, პორტუგალიელმა მას შემდეგი ტექსტით მიმართა: “როგორ მიდის ტიტოს საქმეები? მინდა, რომ მას ჩემი მხრიდან მხარდამჭერი სიტყვები გადასცეთ და მალე გამოჯანმრთელება უსურვოთ.”