იტალიური “მილანის” ფეხბურთელმა ბოიან კრკიჩმა “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და მისი გრძნობები ჟურნალისტებს გაუზიარა.
“ეს ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იქნება. მაგრამ არ მინდა, რომ ჩემ გრძნობებზე ბევრი ვისაუბრო, მხოლოდ იმ 90 წუთზე ვფიქრობ, რომელიც ჩვენ მოედანზე გველის. მე “ბარსას” წინააღმდეგ არასდროს მითამაშია და ჩემთვის ეს იქნება მეტი ვიდრე მატჩი.”
“მე მხოლოდ ჩემი გუნდის დახმარებაზე ვფიქრობ. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და უნდა ვირწმუნოთ, უნდა ვიმუშაოთ და გავიაზროთ ის, რომ ჩვენ ვართ მერვედფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ.”
“ჩემპიონთა ლიგაში გოლის გატანა ფუნდამენტალურია. ჩვენ ვითამაშებთ როგორც გუნდი 180 წუთის განმავლობაში.” – დაასრულა ბოიანმა.
