სესკ ფაბრეგასმა ძალიან სწრაფი პასუხი გასცა ჟურნალისტებს იმის თაობაზე თუ მადრიდული კლუბის რომელ წევრს ისურვებდა კატალონიაში. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ სანდრო როსელმა, განაცხადა რომ ”რეალში” ძალიან მოწონს ერთ-ერთი ფეხბურთელი, მაგრამ სახელის დასახელებას მოერიდა. ხოლო პედრომ ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ ”ბარსაში” დიდი სიამოვნებით იხილავდა სერხიო რამოსს. კატალონიელმა ნახევარმცველმა ოზილი აირჩია: ”დიდ პატივს ვცემ მესუტს. იგი ზუსტად იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც მე ლონდონის ”არსენალში” მიწევდა. ვიცი თუ როგორი რთულია შემტევი ნახევარმცველის როლი, მაგრამ როდესაც შენ ოზილს უყურებ გგონია, რომ ამაზე ადვილი არაფერი არაა. ჩვენ დიდად ვგავართ ერთმანეთს და ჩემი აზრით, იგი საუკეთესოა ამ პოზიციაზე.”
ამ საინტერესო კომენტარის შემდეგ სესკს კითხვა დაუსვეს ”ბარსას” მომავალ გეგმებზე ჩემპიონთა ლიგაზე. კატალონიელის აზრით ბლაუგრანამ უნდა მოიგოს წელს ევროპის საუკეთესო თასი: ”ბარსასთან” ერთად ლიგის მოგება იქნება ოცნება, რომელიც რეალობად იქცევა, ხოლო შემდეგი თამაში ”მილანთან” იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წლევანდელ სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურმა კლუბა თავის ლიდერები დაკარგა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ძალიან გაგვიჭირდება ამ გუნდთან. მითუმეტეს ჩვენ პირველი მატჩი სან სიროზე გვიწევს, რაც ორმაგად გვირთულებს საქმეს.”
