მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი:”მსურს კარიერა “ბარსელონაში” დავასრულო”

ფაბრეგასი:”მსურს კარიერა “ბარსელონაში” დავასრულო”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება თავის ამჟამინდელ კლუბში სურს, იტყობინება იტალიური პრესა. 

“ჩემი სურვილია, რომ პროფესიონალური კარიერა “ბარსელონაში” დავასრულო. მე მინდა ამ გუნდთან ერთად შევძლო  ჩემპიონთა ლიგის მოგება. თუ მე ამას მოვახერხებ, ასრულდება ჩემი ბავშვობის ოცნება”. – დაასრულა ლურჯ-ბროწეულისფერთა ოთხიანმა, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2016 წლამდე აკავშირებს. 

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი კატალონიური კლუბის აღზრდილია. 16 წლის ასაკში იგი ლონდონის “არსენალში” გადავიდა, რის შემდეგაც კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში